კონსტიტუციური სარჩელი - მე-15 სხდომა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამართალი

ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები და საკუთარი განცხადებებითვე დადასტურებული ბრალდებები - საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვის მეთხუთმეტე სხდომაზე, მოსარჩელე მხარის კითხვების ფონზე, მოპასუხე პარტიების წარმომადგენლები საკუთარი ლიდერების ძველ განცხადებებსა და პოზიციებს ღიად გაემიჯნნენ, საერთაშორისო ინსტანციებში ქვეყნისთვის საზიანო რეზოლუციის მხარდაჭერა კი პოლიტიკურ კომპრომისად შეაფასეს.
პროცესზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ოპოზიციის ორმაგი სტანდარტი სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმაციისა და სანქციების მოთხოვნის საკითხში. მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციამ დღევანდელ სხდომაზე, თავის მართლების ნაცვლად, საკონსტიტუციო სარჩელის არგუმენტები კიდევ უფრო გაამყარა.
ნინო არღვლიანის სიუჟეტი.





