17 ნოემბერი 2026, 21:04
ელისო კილაძეს თაღლითური „ქოლცენტრების“ საქმეზე ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამართალი

ფოტო: IMEDI/ ვიდეოკადრი
გაზიარება
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელისო კილაძეს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმეზე ბრალდებულს სასამართლომ 30 ათასი დოლარის გახდა და ქონების კონფისკაცია დააკისრა.
„არა თუ გავასაჩივრებთ, შუალედური საჩივარი შევა სტრასბურგის სასამართლოში. ვთვლით, რომ უსამართლო, უსაფუძვლო და უკანონო განაჩენია გამოტანილი და ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას“, - განაცხადა ელისო კილაძის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა.





