ელისო კილაძეს თაღლითური „ქოლცენტრების“ საქმეზე ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამართალი

ელისო კილაძე
ფოტო: არქივი
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელისო კილაძეს თაღლითური „ქოლცენტრების“ საქმეზე ათი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ელისო კილაძეს ჩამოერთმევა 30 ათასი დოლარი და ორი ავტომობილი. განაჩენი საჯაროდ გამოცხადდა.
მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, ფულის გათეთრებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჟურნალისტი ელისო კილაძე მიმდინარე წლის 18 თებერვალს ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, ფულის გათეთრებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე საქმეზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ათი პირის მიმართ, რომელთა შორის არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.





