01 ნოემბერი 2026, 14:32
„თერჯოლობა 2026“ კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა
რეგიონი

ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
გაზიარება
„თერჯოლობა 2026“ კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა. გაიმართა საზეიმო მსვლელობა, გამოფენები, თეატრალური წარმოდგენები და კონცერტი. დღესასწაულის ფარგლებში ექვს ადგილობრივ მცხოვრებს თერჯოლის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ასევე დაჯილდოვდნენ წარმატებული სტუდენტები, სპორტსმენები და მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლები. ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდა.





