01 ნოემბერი 2026, 12:08
„სიღნაღობა 2026“-ზე საპატიო სიღნაღელები დააჯილდოვეს
რეგიონი

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
ტრადიციული სახალხო დღესასწაული „სიღნაღობა 2026“ ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტით დასრულდა. ღონისძიების ფარგლებში საპატიო სიღნაღელებიც დააჯილდოვეს.
ქალაქის ცენტრში სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება გაიმართა. მოეწყო თემატური სივრცეები, სადაც სტუმრები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ისტორიასა და ტრადიციებს გაეცნენ.





