გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა
რეგიონი

ფოტო: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა. მინისტრმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა PISA-ს 2025 წლის საერთაშორისო კვლევაშისაქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე და ამ კუთხით პედაგოგების მნიშვნელოვან როლსა და დამსახურებას გაუსვა ხაზი. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მინისტრის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართა. ინიციატივა პედაგოგების მრავალწლიანი შრომის დაფასებას, მათიპროფესიული საქმიანობის აღიარებასა და წახალისებას ემსახურება.





