ხულოში ფრენბურთში ნადიმ ართმელაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა
რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, ნადიმ ართმელაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფრენბურთში გაიმართა.
ტურნირი წელს პირველად ჩატარდა და მომავალშიც ტრადიციულად გაგრძელდება.
შეჯიბრებაში ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ.
ტურნირის შედეგად ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი - უჩხოს საჯარო სკოლის ნაკრები გუნდი;
II ადგილი - ტუნაძეების საჯარო სკოლის გუნდი;
III ადგილი - ბეღლეთის საჯარო სკოლის გუნდი.
ტურნირის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების სპორტში აქტიური ჩართვა, სპორტის მიმართ ინტერესის გაზრდა და გმირი ადამიანების ხსოვნის პატივისცემა.
ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.





