18 ოქტომბერი 2026, 08:00
მუგუდას ხევის სახიდე გადასასვლელზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
რეგიონი

ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
გაზიარება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 51-ე კმ-ზე (მუგუდას ხევი) არსებულ სახიდე გადასასვლელზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.




