ახტალის პარკში „გურჯაანის ღვინის ფესტივალს“ აღნიშნავენ
რეგიონი

ფოტო: გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია
გურჯაანის ღვინის ფესტივალი - ტრადიცია, რომელიც მეღვინეებს საკუთარი პროდუქციის წარმოჩენისა და ბიზნესის განვითარების საშუალებას აძლევს.
ფესტივალი 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და ახტალის პარკში იმართება. მთავარი გზავნილი „თანამედროვე მემკვიდრეობაა“, რომელიც რვაათასწლოვან ქართულ მეღვინეობასა და თაობებს შორის უწყვეტ კავშირს უსვამს ხაზს.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი ქართული ღვინის კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას, მეღვინეობის განვითარებასა და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას ემსახურება. ღონისძიება სხვადასხვა რეგიონის მეღვინეებსა და ღვინის მწარმოებლებს აერთიანებს. ერთ-ერთი მთავარი მიზანია ქვევრის ღვინის, როგორც UNESCO-ს მიერ აღიარებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილის პოპულარიზაცია.
ღონისძიების პროგრამა ასევე მოიცავს ეთნოგრაფიულ და მეწარმეობის სივრცეებს, კულინარიულ მასტერკლასებს, თათარაობას, კახური მწვადის კუთხესა და სომელიეთა შოუს.




