ზუგდიდში 32 გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რეგიონი

ზუგდიდის მერია
ზუგდიდში 32 გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად გრძელდება.
ახალაბასთუმანში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა ადგილზე გაეცნენ.
კოსტავას, ლესელიძისა და თბილისის ქუჩებზე პროექტი გზასთან ერთად,სანიაღვრე არხებისა და მისასვლელების მოწყობას ითვალისწინებს.
ახალაბასთუმანში, საავტომობილო გზების რეაბილიტაციისთვის 883 000 ლარია გამოყოფილი.
ამ ეტაპზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 32 გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელთა ღირებულება 15 515 326 ლარია.



