09 ოქტომბერი 2026, 08:25
მაშველებმა სოფელ ომალოში, მთის ფერდობზე დაკარგული მწყემსი იპოვეს
რეგიონი

ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
გაზიარება
მეხანძრე-მაშველებმა სოფელ ომალოში, მთის ფერდობზე დაკარგული და დაშავებული მწყემსი დრონის დახმარებით იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სოფელ ომალოში დაკარგული მწყემსის შესახებ შეტყობინება 112-ში შევიდა. სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორია დრონების საშუალებით დათვალიერდა, რის შედეგადაც მეხანძრე-მაშველებმა მთის ფერდობზე დაშავებული მწყემსი იპოვეს, უსაფრთხო ადგილზე მიიყვანეს, საიდანაც იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.


