ქალაქ ხობში ახალი ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი მოეწყო
რეგიონი

ხობის მერია
ქალაქ ხობში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები წარმატებით დასრულდა. ინფრასტრუქტურული პროექტი ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 232 000 ლარით დაფინანსდა. ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.
სამუშაოების ფარგლებში, სპორტულ მოედანზე დაიგო უახლესი ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა გარე განათების თანამედროვე სისტემა და მაყურებელთა სკამები, ასევე სრულად მოეწყო სტადიონის შემომსაზღვრელი დამცავი ღობე.
ხობის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია აქტიურ ფაზაში გრძელდება. ამ ეტაპზე, საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯაპიშაქარში არსებული მინი სტადიონის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ხოლო უახლოეს პერიოდში ახალი სპორტული მოედნების მშენებლობა დაიწყება ახალი ხიბულისა და ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებშიც.



