28 სექტემბერი 2026, 08:14
დმანისში სახალხო დღესასწაული „დმანისობა 2026“ გაიმართა
რეგიონი

ფოტო: Imedi/ვიდეოკადრი
გაზიარება
დმანისში სახალხო დღესასწაული „დმანისობა 2026“ გაიმართა. ქალაქის ცენტრში სტუმრებს კულტურული და ეთნო-გასტრონომიული კუთხეები, საბავშვო სივრცეები, ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა და სპორტული აქტივობები დახვდათ.
დღესასწაულის ფარგლებში ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი გაიმართა. დაჯილდოვდნენ საპატიო დმანისელები და წარმატებული მოქალაქეები. საღამო ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტით დასრულდა.



