კახეთში ყურძნის მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს
რეგიონი

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
კახეთში ყურძნის მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს. გადამუშავებულია 23 ათას ტონამდე ყურძენი, რომლის 90%-მდე პროცენტი მაღალკონდიციურია. ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასები მევენახეებს აძლევს მოტივაციას, რომ ყურძნის სიმწიფეში შესვლას დაელოდონ.
აქტიურობს კერძო სექტორი. ამავე დროს სახელმწიფო საწარმო მოსახლეობისგან ყურძენს 8 ადგილზე იბარებს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.
ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში ღვინის 450 კომპანიაა რეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.
წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.


