გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რეგიონი

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოკვეთილი საჭიროებების გათვალისწინებით დაიგეგმა. მისი დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სოფლის შიდა საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობისთვის გადაადგილების პირობები.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2 000 მეტრის სიგრძის გზას. სამუშაოების ღირებულება 1 072 298 ლარს შეადგენს და პროექტი გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.


