12 ივლისი 2018, 15:46
რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ ცხინვალში წვრთნები ჩაატარეს
პოლიტიკა

არქივი, რუსების სამხედრო წვრთნა ცხინვალის რეგიონში 2016 წელს
ფოტო: Facebook
გაზიარება
ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა წვრთნები ჩაატარეს. ინფორმაციას რუსული მედია სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
წვრთნებში ატასამდე რუსი სამხედრო და 150-მდე ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა.
წვრთნებში ჩართული იყო შემდეგი სამხედრო ტექნიკა: T - 72A ტიპის ტანკები, БМП - 2 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ასევე, საარტილერიო დანადგარები, ავტომატური (АГС-17) და ხელის (РПГ-7) ყუმბარმტყორცნები.
რუსულმა სამხედრო შენაერთმა აპრილში ოკუპირებულ აფხაზეთში ჩაატარა წვრთნა.





