„შოკირებული ვარ ძალადობით“ - რას ამბობდა პაველ ჰერჩინსკი საქართველოში გამართულ აქციებზე და რას ამბობს ის საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებზე
პოლიტიკა

პაველ ჰერჩინსკი
ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
რას ამბობდა პაველ ჰერჩინსკი საქართველოში გამართულ აქციებზე და რას ამბობს ის საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებზე:
„შოკირებული ვარ ძალადობით. იმედი მაქვს ევროკავშირის ნებისმიერი დედაქალაქისთვის ძალიან რთული იქნება ძალადობისა და სისასტიკის დონის უგულებელყოფა. ის, რაც საქართველოში ბოლო 12 დღის განმავლობაში ხდება, ნათლად მოითხოვს სანქციებს“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ 2024 წელს საქართველოში მიმდინარე აქციების დროს მედიასთან.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და უმცირესობის უფლებების დაცვას. ვიმედოვნებთ, რომ ეს საბაზისო პრინციპები ყველგან დაცული იქნება“, - აცხადებს ჰერჩინსკი საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე კომენტირებისას.
ცნობისთვის, საფრანგეთში ბოლო რამდენიმე დღეა, მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მიტინგები სკოლებში სწავლის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრაციებს სკოლის მოსწავლეები მართავდნენ, ხოლო მოგვიანებით მათ სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ. დემონსტრაციები პოლიციელებთან შეტაკებებით სრულდება. ვრცელდება კადრები, სადაც პოლიციელები აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ძალას იყენებენ. სააგენტო „როიტერსმა“ სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენებით გამოწვეული დაზიანებების 28 შემთხვევა დააფიქსირა. დაშავებულთა შორის არის 14 წლის მოზარდიც, რომელსაც ცრემლსადენი გაზის ყუმბარის მოხვედრის შედეგად ყბა დაუზიანდა, 15 წლის მოზარდმა კი ხელის მტევანი დაკარგა. ორ შემთხვევაში რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ადამიანმა თვალი დაკარგა ან დაუზიანდა. პოლიციის საქმიანობის ზედამხედველი ორგანო 24 შემთხვევას იძიებს.





