ირაკლი გოგავამ განმარტა თუ რატომ იმუშავა USAID-ის სქემამ საქართველოში: პატარა სისტემაა საქართველო. პლუს ამას ეკონომიკური გაჭირვება იყო, პატარა ხელფასები და „ენჯეო“ სექტორი 100-200 დოლარისთვის ისეთ ნაბიჯებს დგამდა, რომელიც არ იყო გადასადგმელი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთან, ახალი ხილი იყო, არ ვიცოდით ეს ტექნოლოგიები
პოლიტიკა

ირაკლი გოგავა
ვიდეო/კადრი
პატარა სისტემაა საქართველო. პლუს ამას ეკონომიკური გაჭირვება იყო, პატარა ხელფასები და „ენჯეო“ სექტორი 100-200 დოლარისთვის ისეთ ნაბიჯებს დგამდა, რომელიც არ იყო გადასადგმელი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთან, ახალი ხილი იყო, არ ვიცოდით ეს ტექნოლოგიები, - ასე განმარტავს პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა მიზეზს, თუ რატომ იმუშავა USAID-ის სქემამ საქართველოში.
როგორც მან გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცადა, გამოქვეყნებული სკანდალური ფაილებიდან ახალი არაფერი გაუგია და ეს სქემა ისედაც კარგად იყო ნაცნობი საქართველოს რეალობისთვის.
„ეს ჩვენთვის კარგად ნაცნობი სქემებია, რაც გამოქვეყნდა. მხოლოდ ციფრები იყო სიახლე. კარგია, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლების მხრიდან ხდება ასეთი დოკუმენტების გასაჯაროება. ეს ნიშნავს, რომ ისინი არ ეთანხმებიან ასეთ მიდგომას და უნდათ შეცვლა. ეს არის ყველაზე კარგი.
ვიმსჯელოთ, რატომ შეიძლება არ უნდოდეთ ამ გზით სიარული. პირველი ის, რომ ეს არის იდეოლოგიური დაპირისპირება. ამას აკეთებდა ის ძალა, რომელსაც „დემოკრატიული პარტია“ კი ერქვა, მაგრამ იყო სულ სხვა მიმართულების, ულტრალიბერალური - გლობალისტური მიმართულების. დღეს „დემოკრატიული პარტიის“ ერთგვარი ტრანსფორმაცია ხდება. ეს რეალობაა, სხვანაირად ამ შედეგს ვერ დადებდნენ არჩევნებში.
მეორე ის გახლავთ, რომ შტატების ადმინისტრაცია მივიდა დასკვნამდე, რომ ასეთმა პოლიტიკამ აშშ-ს ავტორიტეტი, რეპუტაცია, ნდობის ხარისხი მსოფლიოს მასშტაბით დაწია მინიმუმამდე“, - განაცხადა ირაკლი გოგავამ.
მან ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ იმუშავა შემუშავებულმა სქემამ საქართველოში.
„კომპაქტურია, პატარა სისტემაა საქართველო. პლუს ამას ეკონომიკური გაჭირვება იყო, პატარა ხელფასები და „ენჯეო“ სექტორი 100-200 დოლარისთვის ისეთ ნაბიჯებს დგამდა, რომელიც არ იყო გადასადგმელი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. პლუს ამას ახალი ხილი იყო, არ ვიცოდით ეს ტექნოლოგიები. 2024 წელს უზარმაზარი რესურსები დაიხარჯა სახელმწიფო გადატრიალებაზე. თანაც მარტო ოკეანის გაღმიდან ხომ არ იყო, ევროპიდანაც დაემატა რესურსები. მთელ ამ სისტემაში ჩართული იყო 20 ათასამდე ბენეფიციარი. ამერიკულ წყაროებში გამოქვეყნდა, რომ 1500 ქართველი ჟურნალისტი იღებდა გრანტებს, დახმარებებს და ა.შ.“, - განაცხადა ირაკლი გოგავამ.
მისი თქმით, ხდებოდა ისეთი ადამიანების შერჩევა, რომელსაც ზერელე წარმოდგენა ჰქონდათ კონკრეტულ საკითხებზე და შემდგომ სემინარებზე, „ტვინის გამორეცხვის მეთოდოლოგიით“ ამზადებდნენ მათ.
„მათ შორის მუშაობდნენ რამდენიმე უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში დღემდე ტვინის გამორეცხვა მიდის, გიული ალასანიას უნივერსიტეტი ნახეთ და არა მარტო... ამიტომ ეს თუ გააჩერა ტრამპმა, ძალიან კარგია“, - აღნიშნა ირაკლი გოგავამ.
გამოცემა Newsweek-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც მათ შორის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სოციალური მედიის კომპანიებს შორის კომუნიკაციას ასახავს.





