გია ვოლსკი: ევროპა გინდა და გამოხვიდე და მაშხალები ისროლო, ეს არ არის ევროპა და მეორეც, ძალიან ანტიქართულია
პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი
იმედი/ვიდეოკადრი
ევროპა გინდა და გამოხვიდე და მაშხალები ისროლო, ეს არ არის ევროპა და მეორეც, ძალიან ანტიქართულია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის პრევენციის ერთადერთი მექანიზმი გამჭვირვალობაა, რომელიც დღეს ევროპისთვისაც აქტუალური თემაა.
„საფრთხის შემცველია ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემო ხდება, მაგრამ გული კი არ უნდა გაგვისკდეს ამით, პირიქით, მობილიზაცია უნდა მოვახდინოთ.
ჩვენ გათვლა გვაქვს პოზიტივიზმზე გრძელვადიანი პერსპექტივით. მოკლევადიან პერიოდში სერიოზული მუშაობა გავწიეთ, კანონით ჩვენ უზრუნველვყავით, რაც დღეს ევროპისთვის გახდა ყველაზე აქტუალური თემა, შეჭრა-შემოჭრა ერთმანეთის ინტერესებში. ერთადერთი მექანიზმია გამჭვირვალობა, რომელიც ამის პრევენციას ახდენს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.





