ზაზა დობორჯგინიძე: მივესალმები კომერციული სუროგაციის აკრძალვას, რომელიც კლასობრივი ექსპლუატაციის ფორმაა - დედობის ყიდვა არაა თავისუფლება, არამედ შეშლილი მილიონერების მიერ ქალების სხეულის ტრეფიკინგის ფორმა
პოლიტიკა

ზაზა დობორჯგინიძე
ფოტო: ვიდეო/კადრი
პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე მიესალმება სუროგაციის აკრძალვის თაობაზე მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და სუროგაციას კლასობრივი ექსპლუატაციის ფორმას უწოდებს.
მისი თქმით, ქალის რეპროდუქციის გაყიდვა და დედობის ყიდვა „შეშლილი მილიონერების“ მიერ ქალების სხეულის ტრეფიკინგის ფორმაა.
„მივესალმები კომერციული სუროგაციის აკრძალვას, რომელიც ღარიბი ქალების კლასობრივი ექსპლუატაციის ფორმაა. რეპროდუქციული ავტონომია ესაა, როცა არ გინდა გააკეთო არჩევანი კარიერას და ოჯახს შორის და ყინავ კვერცხუჯრედს. სხვა ქალის რეპროდუქციის კომოდიფიკაცია, დედობის ყიდვა არაა თავისუფლება, არამედ შეშლილი მილიონერების მიერ ქალების სხეულის ტრეფიკინგის ფორმა“, - წერს დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.





