ოპოზიციის პოლიტიკური სპეკულაცია ტრაგედიით - „იმედის კვირის“ მიმოხილვა
პოლიტიკა

ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ საზოგადოებამ არაერთი პოლიტიკური სპეკულაცია იხილა ოპოზიციისა და ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან. დღეს კიდევ ერთი სპეკულაცია გავრცელდა - ოპოზიციის პროპაგანდისტ თორნიკე რაზმაძესთან დაკავშირებული ყალბი ფეისბუქგვერდით გავრცელდა ვიდეო, თითქოს ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა და ასობით ადამიანი ნანგრევებში მოჰყვა.
რა სახის პოლიტიკური სპეკულაციები გავრცელდა სოციალურ ქსელებში, ვინ იყვნენ ავტორები და როგორი იყო მათზე რეაგირება - ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, „იმედის კვირის“ წამყვანის ირაკლი ჩიხლაძისა და ჟურნალისტ საბა ხვიჩიას მიმოხილვა „იმედის კვირის“ სტუდიაში.





