ნიკა გვარამიას „ახლის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ ძველი სახეები - „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
პოლიტიკა

ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
დიდი პატივია გვარამიას და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სძულდეს „იმედი“, „პოსტვ“ და ყველა ის მედიაპლატფორმა, რომელიც ამ ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და არა გვარამიას იაფფასიან, მდაბიო ტელეესთეტიკას, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ ნიკა გვარამიაზე მომზადებული საავტორო რეპორტაჟის წარდგენისას.
„პოლიტიკური სვავი - მხოლოდ ასე შემიძლია შევაფასო „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის რეჟიმის კარზე პრივილეგირებული ჯალათი ნიკა გვარამია, რომელსაც მედიის დამონება და მიწასთან გასწორება ჰქონდა დავალებული. ეს არის ადამიანი, რომელმაც მოშალა მედიასტანდარტი, დაამკვიდრა სიძულვილის ენა ტელეეთერში და თავისივე ჟურნალისტები საკუთარი სიძულვილისა და ზიზღის გამავრცელებლებად აქცია.
დღეს, როდესაც სერიოზული საფრთხე იგრძნო, რომ შესაძლოა პოლიტიკურ ველზე აიკრძალოს, ცდილობს სასამართლო და საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ ახალია და არაფერი საერთო არ აქვს „ნაცმოძრაობასთან“. ისევ თავს ესხმის იმედს, „პოსტვ-ის“ და დღემდე ვერ მოუნელებია, რომ იყო ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო და წარუმატებელი მედიამენეჯერი, რომელმაც ორი ტელევიზია შეიწირა - ერთი იმიჯურად, ვიდრე მის რეალურ პატრონს დაუბრუნდებოდა, მეორე კი პირდაპირი მნიშვნელობით გაანადგურა.
დიდი პატივია გვარამიას და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სძულდეს „იმედი“, „პოსტვ“ და ყველა ის მედიაპლატფორმა, რომელიც ამ ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და არა გვარამიას იაფფასიან, მდაბიო ტელეესთეტიკას“, - განაცხადა ირაკლი ჩიხლაძემ.
ნახეთ შორენა ხვიჩიას საავტორო რეპორტაჟი „ახლის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ ძველ სახეებზე.





