მიხეილ სააკაშვილი გლოვის დღის თარიღად 23 ნოემბერს ახსენებს და ხელისუფლებას აკრიტიკებს, რეალურად გლოვის დღედ 22 ნოემბერია გამოცხადებული
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება - ამჯერად მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა მორიგი წერილი ციხიდან, სადაც ის გლოვის თარიღად 23 ნოემბერს ახსენებს, რის გამოც ხელისუფლებას აკრიტიკებს.
„ქოცებმა 23 ნოემბერი გამოაცხადეს გლოვის დღედ! არა 22, არა 21, არა 24, არამედ სწორედ 23. შემთხვევით იმიტომ ხომ არა, რომ დაანონსებული გვქონდა ვარდების რევოლუციის დღის აღნიშვნა?" - დაწერა სააკაშვილმა.
თუმცა, როგორც ცნობილია, მთავრობის განკარგულებით, ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, გლოვის დღედ 22 ნოემბერი გამოცხადდა.
სააკაშვილმა პოსტი მოგვიანებით წაშალა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიცია მორალურ საზღვრებს გასცა.





