არჩილ გორდულაძე: საქართველოს კონსტიტუციასაც არ დაუჭირა მხარი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - მათთან ერთად მიღებული ძირითადი კანონი ჩვენ არ გვაქვს
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს კონსტიტუციასაც არ დაუჭირა მხარი „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მათთან ერთად მიღებული ძირითადი კანონი ჩვენ არ გვაქვს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
„ასევე, გახარიას პარტიამ მხარი არ დაუჭირა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დავის შესახებ კანონს. მერე ქალბატონი ანა ბუჩუკური გამოვიდა და თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“კანონებს კენჭი ერთად უყარა და არ მოგვცა საშუალება, რომ ცალკე რომელი კანონიც გვინდოდა, იმისთვის მხარი დაგვეჭირაო, ესეც ტყუილია, იმიტომ რომ ერთს მაინც რომ აეწია ხელი, კანონებს ცალ-ცალკე ვუყაროთ კენჭიო, მაშინვე ცალ-ცალკე ვუყრიდით კენჭს და მხარს დავუჭერდით.
მესამე მოსმენით ყველა კანონს ცალ-ცალკე ეყარა კენჭი, მაგრამ დარბაზში გახარიას პარტია არ იყო და მხარი არ დაუჭირა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს და იცით რატომ? იმიტომ, რომ მერე საკუთარ პატრონთან ვერ მივიდოდა და ვერ ეტყოდა, რომ სკოლებსა და ბაღებში ლგბტ პროპაგანდა რომ აიკრძალა, მე მხარი დავუჭირეო“, - აღნიშნა გორდულაძემ.





