გორდულაძე: სანამ ერთი ადამიანი მაინც იქნება, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან დასჭირდება თანადგომა, სანამ ერთი ადამიანი მაინც იქნება სოციალურად დაუცველი, სანამ ერთ ადამიანს მაინც ექნება იმის საჭიროება, რომ სახელმწიფომ მას გადასცეს სახლი - დიახ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი მინიმუმამდე იყოს დასული
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე
ფოტო: ვიდეოკადრი
როცა ერთი ადამიანი მაინც იქნება, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან დასჭირდება თანადგომა, სანამ ერთი ადამიანი მაინც იქნება სოციალურად დაუცველი, სანამ ერთ ადამიანს მაინც ექნება იმის საჭიროება, რომ სახელმწიფომ მას გადასცეს სახლი - დიახ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი მინიმუმამდე იყოს დასული, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
„სამწუხაროდ, არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, სადაც არ არის სოციალური პრობლემები, დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემები. შევხედოთ 14 წლის განმავლობაში ტენდენციას, რომ ჩვენ ახლა გვაქვს მინიმუმამდე მისული უმუშევრობის დონე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამაყები ვართ და ჩვენ აღარ უნდა ვიმუშაოთ. დიახ, ქართველი ხალხი ამისთვის გვაძლევს მანდატს, რომ ამ პოლიტიკით, ამ მშვიდობითა და ამ ეკონომიკური არაერთი ინიციატივით მომავალშიც გავაგრძელოთ“, - აღნიშნა გორდულაძემ.





