გიორგი კახიანი: საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელშიც უმძიმესი ფაქტებია მითითებული, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა არაერთხელ ასავალ-დასავალის კრებული უწოდეს - ესეც წარმოაჩენს, რომ ისინი წარსულს არ ნანობენ
პოლიტიკა

გიორგი კახიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საგამოძიებო კომისიის დასკვნას არაერთხელ ასავალ-დასავალის კრებული უწოდეს.
„ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საგამოძიებო კომისიის დასკვნას არაერთხელ ასავალ-დასავალის კრებული უწოდეს. რამდენად მძიმე არის, როცა ასეთ რაღაცას ამბობ. დასკვნა, რომელშიც არის ადამიანების ტრაგიკული შემთხვევები, მკვლელობები და უმძიმესი ფაქტები მითითებული, რომლის უკანაც კონკრეტული ოჯახები, კონკრეტული ადამიანები დგანან და უმძიმესი შემთხვევები არის მოყვანილი და ამას მოიხსენიებენ, როგორც ასავალ-დასავალის კრებულს.
ესეც წარმოაჩენს მათ, რომ კი არ ნანობენ იმ წარსულს, რომელიც მათ ჰქონდათ და კი არ ემიჯნებიან იმას, არამედ პირიქით, იგივე დამოკიდებულებაა, იგივე საფრთხეს ქმნიან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისთვის, ისინი რომ ხელისუფლებაში მობრუნდნენ”, - აღნიშნა კახიანმა.
მე-17 დღეა საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელს განიხილავს.





