გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში მეთოთხმეტე სხდომა ჩატარდა და ისინი სასამართლოს წინაშე დღეს დაახლოებით ამას ითხოვდნენ, რომ აგვიხსენით, რაში გვედება ბრალიო და იმავდროულად აგვიხსენით, როგორ დავიცვათ თავიო. მშვენივრად იციან, რეალურად რა არაკონსტიტუციურობის პრეტენზიები არსებობს ამ პარტიასთან
პოლიტიკა

გიორგი კახიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მათ დააყენეს შუამდგომლობა, თუ შეიძლება ამას შუამდგომლობა ვუწოდოთ, რაც რეალურად იყო მათი უსუსურობის დემონსტრირება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.
მან ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღევანდელ სხდომაზე დაყენებული შუამდგომლობა, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მტკიცების სტანდარტის დადგენა ითხოვეს.
„დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში მეთოთხმეტე სხდომა ჩატარდა და ისინი სასამართლოს წინაშე დღეს დაახლოებით ამას ითხოვდნენ, რომ აგვიხსენით, რაში გვედება ბრალიო და იმავდროულად, აგვიხსენით, როგორ დავიცვათ თავიო. მშვენივრად იციან, რეალურად რა არაკონსტიტუციურობის პრეტენზიები არსებობს ამ პარტიასთან.
ყველანაირად ცდილობენ, რომ დრო გაწელონ. ამას დიდი იურისტობაც არ სჭირდება, რომ მიხვდე, რაოდენ რთულ მდგომარეობაშია ეს პარტიაც და სხვა პარტიებიც. გახარიას პარტიის წარმომადგენელი იმავდროულად ამბობს, რომ 20 ივნისის აქცია იყო ძალადობრივი აქციაო, მაგრამ ყველა სხვა აქციაზე უბრალოდ, ძალადობის ცალკეული გამოვლინებები ხდებოდაო”, - განაცხადა გიორგი კახიანმა.





