ლევან მახაშვილი ევროკავშირის პროგრამის კვლევის შედეგებზე: არ გვაქვს ილუზია, რომ ბრიუსელი სათანადო დასკვნებს გამოიტანს ასეთი კვლევებიდან
პოლიტიკა

ლევან მახაშვილი
საქართველოს პარლამენტი
არ გვაქვს ილუზია, რომ ბრიუსელი თუ ბრიუსელში ზოგიერთი ანგაჟირებული პირი სათანადო დასკვნებს გამოიტანს ასეთი კვლევებიდან, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტის“ სამეცნიერო კვლევითი პროექტის კვლევის შედეგებზე საუბრისას.
მისივე თქმით, ევრობიუროკრატების მთავარი მიზანია, აღქმების საფუძველზე დასკვნების გამოტანა.
„მათი [ევრობიუროკრატების] მთავარი მიზანია, აღქმების საფუძველზე დასკვნების გამოტანა. არა რეალობის, არა კონკრეტული ფაქტების, არამედ აღქმების საფუძველზე, იმისთვის რომ საბოლოო ჯამში, თავიანთი მიზნები უფრო მარტივად გაატარონ საქართველოში“, - აღნიშნა მახაშვილმა.
საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით, ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს.





