დაკავშირებადობის მინისტერიალის გარშემო გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და რეგიონული უსაფრთხოებისა და ვაჭრობის საკითხების განხილვა საქართველოს გარეშე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკა

ფოტო: ვიდეოკადრი
ბრიუსელის პოლიტიკური წინააღმდეგობები და თბილისის მკაფიო პოზიცია - დაკავშირებადობის მინისტერიალის გარშემო გაკეთებულმა ურთიერთგამომრიცხავმა განმარტებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ევროპული ბიუროკრატია გეოპოლიტიკურ რეალობასა და საკუთარ ეკონომიკურ საჭიროებებს ხშირად ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგით აზიანებს.
ბრალდება, თითქოს ქართულმა მხარემ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თავად თქვა, მარტა კოსის აღიარებამ გააბათილა, რომელმაც მინისტერიალზე საქართველოს არასათანადო ფორმით მიწვევა დაადასტურა.
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ მთავარ სავაჭრო მარშრუტზე მსჯელობა პროცესის საკვანძო მონაწილის გარეშე ლოგიკას მოკლებულია.
ვრცლად მაკუნა აბულაძის სიუჟეტში.





