16 ნოემბერი 2026, 17:32
ბაიბა ბრაჟე: ყველა ქვეყნის სუვერენული არჩევანია, მიიღოს თუ არა მონაწილეობა ამა თუ იმ შეხვედრაში
პოლიტიკა

ბაიბა ბრაჟე
ფოტო: Youtube
გაზიარება
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველოს არმონაწილეობის საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქართველომ თავად აირჩია, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში არსებული შესაძლებლობებით არ ისარგებლოს.
„ყველა ქვეყნის სუვერენული არჩევანია, მიიღოს თუ არა მონაწილეობა ამა თუ იმ შეხვედრაში. საქართველოს მთავრობამ აირჩია, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში არსებული შესაძლებლობებით არ ისარგებლოს. ეს მათი არჩევანია“, — განაცხადა ბრაჟემ.





