გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: მძიმე მდგომარეობაში არიან და მათ ვერ ექნებათ არგუმენტები ჩვენი მტკიცებულებების წინააღმდეგ, რომელიც სარჩელშია მოყვანილი
პოლიტიკა

გიორგი კახიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მძიმე მდგომარეობაში არიან და მათ ვერ ექნებათ არგუმენტები ჩვენი მტკიცებულებების წინააღმდეგ, რომელიც სარჩელშია მოყვანილი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლიოში მიმდინარე პროცესების შეფასებისას.
„საკუთრების უფლებების სხვადასხვა ფორმით წართმევებს სისტემური ხასიათი ჰქონდა. დღეს ვხედავთ, რომ ამასაც არ აღარებენ. თურმე, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მედიაპლურალიზმი იყო დაცული და არ ართმევდნენ მედიასაშუალებებს, ამ ყველაფერს უარყოფენ“, - აღნიშნა კახიანმა.
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის განხილვა გრძელდება.





