ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: აბსოლუტურ უსუსურობაში იმყოფებიან, ვერაფერს უპირისპირებენ ჩვენს მტკიცებულებებს
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
აბსოლუტურ უსუსურობაში იმყოფებიან, ვერაფერს უპირისპირებენ ჩვენს ფაქტებსა და მტკიცებულებებს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით.
მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის გადაწყვეტილებას მიიღებს.
„გუშინ ქალბატონმა წითლიძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი თურმე სიმბოლურად იკავებდა თავმჯდომარის პოზიციას ამ პარტიაში და ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი ნაციონალურ მოძრაობას საერთოდ არ წარმოადგენენ. აბსოლუტურ უსუსურობაში იმყოფებიან, ვერაფერს უპირისპირებენ ჩვენს ფაქტებსა და მტკიცებულებებს, შესაბამისად, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პარტია განწირულია აკრძალვისთვის“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დღეს 12:00 საათიდან განახლდება.





