11 ნოემბერი 2026, 14:35
მაკა ბოჭორიშვილი: ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 შეხვედრის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ დისკუსიაში, სადაც ევროპელი ლიდერები ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
გაზიარება
„ირლანდიაში გაიმართება ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 შეხვედრა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ დისკუსიაში, სადაც ევროპელი ლიდერები ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, ევროპის ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებაზე იმსჯელებენ.





