ლადო ბოჟაძე გვარამიას პარტიის წევრის განცხადებაზე: ასეთი განცხადებები და ქმედებები არღვევს საკონსტიტუციო წესრიგს. განცხადება რჩება განცხადებად და იმის მტკიცებულებად, რომ ასეთი პარტიები პოლიტიკურ სივრცეში არ უნდა არსებობდნენ
პოლიტიკა

ლადო ბოჟაძე
ფოტო: იმედი/კადრი
ასეთი განცხადებები და ქმედებები არღვევს საკონსტიტუციო წესრიგს. განცხადება რჩება განცხადებად და იმის მტკიცებულებად, რომ ასეთი პარტიები პოლიტიკურ სივრცეში არ უნდა არსებობდნენ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ვლადიმერ ბოჟაძემ.
დეპუტატი ნიკა გვარამიას პარტიის წევრის გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს.
„ეს [ბუტიკაშვილის] განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორად მოვიქეცით, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი. ასეთი განცხადებები და ქმედებები არღვევს საკონსტიტუციო წესრიგს. განცხადება რჩება განცხადებად და იმის მტკიცებულებად, რომ ასეთი პარტიები პოლიტიკურ სივრცეში არ უნდა არსებობდნენ“, - აღნიშნა ბოჟაძემ.





