11 ნოემბერი 2026, 11:40
გიორგი გაბუნია: ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან არის მცდელობა, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირსპირება მოხდეს - ეს დაუშვებელია
პოლიტიკა

გიორგი გაბუნია
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გაზიარება
გიორგი გაბუნიამ მიტროპოლიტ იობის ქადაგება მედიასთან შეაფასა.
როგორც კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, არის მცდელობები, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირება მოხდეს.
„მეუფე იობი არის წმინდა სინოდის წევრი. არის მცდელობები, ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარედან მოხდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირება და ამ დაპირისპირებაში შესვლა, რაც არის დაუშვებელი და არ შედის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში“, - აღნიშნა გაბუნიამ.
მიტროპოლიტმა იობმა ეკლესიაში მრევლისადმი მიმართვის დიდი ნაწილი ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო.





