საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ გამართულ ვახშამს დაესწრო
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
„პარიზის მშვიდობის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ გამართულ ვახშამზე იმყოფებოდა.
ღონისძიებას ფორუმის მონაწილეები ესწრებოდნენ. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, ვახშმის ფარგლებში შესაძლებლობა ჰქონდა ესაუბრა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე.
„პრეზიდენტ მაკრონის მიწვევით, გაიმართა ვახშამი, რომელსაც ესწრებოდნენ „მშვიდობის ფორუმის“ მონაწილეები. ვახშმის ფარგლებში, იყო შესაძლებლობა, მქონოდა საუბარი კოლეგა მინისტრებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან. მქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ჩვენს დღის წესრიგსა და საკითხებზე, რაც ჩვენს რეგიონს შეეხება“, - განუცხადა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს.





