არჩილ გორდულაძე: როდესაც ზე სახელმწიფოს ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის საქართველოში და არც ერთი ე.წ. პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ იმჩნევს, მათ შორის კრიტიკულ მედიას რომ უწოდებენ საკუთარ თავს და რეალურად, პარტიული დანაყოფები არიან ის ე.წ. მედიის წარმომადგენლები, დასტურდება, რომ ერთი ხელიდან იმართებიან
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
როდესაც ზე სახელმწიფოს ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის საქართველოში და არც ერთი ე.წ. პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ იმჩნევს, არ იმჩნევს მათ შორის კრიტიკულ მედიას რომ უწოდებენ საკუთარ თავს და რეალურად, პარტიული დანაყოფები არიან ის ე.წ. მედიის წარმომადგენლები, დასტურდება, რომ ერთი ხელიდან იმართებიან, - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით.
„როდესაც ვამბობთ, რომ ეს ე.წ. პარტიები თავისი პატრონების შესაბამისად, ერთ ორგანიზმად მოქმედებენ, თითოეულ ნაბიჯზე ამტკიცებენ კიდეც. მაგალითად, როდესაც ზე სახელმწიფოს ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის საქართველოში და არც ერთი ე.წ. პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ იმჩნევს, არ იმჩნევს მათ შორის კრიტიკულ მედიას რომ უწოდებენ საკუთარ თავს და რეალურად, პარტიული დანაყოფები არიან ის ე.წ. მედიის წარმომადგენლები, დასტურდება, რომ ერთი ხელიდან იმართებიან და რაც არის მნიშვნელოვანი ამ ქვეყნისთვის, მათთვის მიუღებელია“, - აღნიშნა გორდულაძემ.





