10 ნოემბერი 2026, 08:10
ზვიად შალამბერიძე: ველოდებით დეკემბრის თვეში ჩეხეთიდან საპარლამენტო ვიზიტს ჩვენთან და მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარეც ჩამოვა მომავალ წელს
პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე
ფოტო: იმედი/კადრი
გაზიარება
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ ჩეხეთში ვიზიტისას გამართული შეხვედრების დეტალები ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას შეაჯამა.
„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები იყო, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება საქართველოში. უკვე ველოდებით დეკემბრის თვეში საპარლამენტო ვიზიტს ჩვენთან და მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარეც ჩამოვა მომავალ წელს. გარდა მაღალი დონის ვიზიტებისა, შეგვიძლია ჩეხეთთან მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების დონეზეც ვითანამშრომლოთ“, - აღნიშნა შალამბერიძემ.





