იან პრაუდი ირაკლი კობახიძისა და „ევრონიუსის“ ჟურნალისტის დებატებზე: განცვიფრებული ვარ, თუ როგორ მშვიდად პასუხობდა პრემიერი კობახიძე ამ აგრესიას. ნათელია, რომ „ევრონიუსის“ ჟურნალისტი ცდილობდა ურჩი მოსწავლესავით მოპყრობოდა ქართველ პრემიერს
პოლიტიკა

იან პრაუდი
ფოტო: Facebook
ეს ინტერვიუ შოკისმომგვრელი იყო, გაოცებული ვარ, თუ როგორი უარყოფითი დამოკიდებულებით და მტრული განწყობით დახვდა საქართველოს პრემიერს „ევრონიუსის“ ჟურნალისტი, ასეთი რამ პირველად ვნახე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა, იან პრაუდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის „ევრონიუსის“ ჟურნალისტთან, მარია ტადეოსთან ინტერვიუზე საუბრისას.
მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტის აგრესიას სიმშვიდითა და ფაქტებით პასუხობდა.
„განცვიფრებული ვარ, თუ როგორ მშვიდად პასუხობდა პრემიერი კობახიძე ამ აგრესიას. ნათელია, რომ „ევრონიუსის“ ჟურნალისტი ცდილობდა, ურჩ მოსწავლესავით მომპყრობოდა ქართველ პრემიერს. ჟურნალისტი ასევე ცდილობდა, უარყოფითი და მცდარი შთაბეჭდილება შეექმნა მაყურებლისთვის საქართველოს შესახებ. „ევრონიუსს“ უნდა შერცხვეს ასეთი უნიჭო სპექტაკლის დადგმისთვის, ეს სამარცხვინო იყო.
ევრობიუროკრატია გზადაგზა იგონებს ნარატივს, მათ ფაქტობრივი მოცემულობა ნაკლებად ადარდებთ. სწორედ ევროკომისიამ გაყინა საქართველოს ინტეგრაცია, როდესაც „ევრონიუსის“ ჟურნალისტი საპირისპიროს ამტკიცებდა, ამ ტყუილს მოკლე ფეხები აღმოაჩნდა.
შოკისმომგვრელია, რომ ეს ჟურნალისტი უბრალოდ იყურებოდა. ამის მიუხედავად ქართველი ლიდერი ძალიან მოზომილი იყო საკუთარ პასუხებში და საუბრობდა მხოლოდ ფაქტებით, რომ საქართველო გაცილებით წინ არის, ვიდრე მოლდოვა, ან მონტენეგრო, უკრაინაზე საუბარიც აღარ მინდა“, - აღნიშნა იან პარუდმა.





