ლადო სადღობელაშვილი: სწორად დაგეგმილი ეკონომიკური პოლიტიკა და ქართული კომპანიების საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირება მხოლოდ თეორიული კონცეფცია არ არის, ეს არის კონკრეტული, გაზომვადი შედეგები, რომელსაც ქართული ბიზნესი გლობალურ ბაზრებზე ყოველდღიურად აღწევს, ამის ნათელი მაგალითია ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა
პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი
ფოტო: facebook
სწორად დაგეგმილი ეკონომიკური პოლიტიკა და ქართული კომპანიების საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირება მხოლოდ თეორიული კონცეფცია არ არის , ეს არის კონკრეტული, გაზომვადი შედეგები, რომელსაც ქართული ბიზნესი გლობალურ ბაზრებზე ყოველდღიურად აღწევს, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი.
მისი თქმით, ქართულ პავილიონთან ჩინელი ბიზნესპარტნიორების, იმპორტიორებისა და მოქალაქეების ხანგრძლივი რიგებია შექმნილი.
„ამაზე ოპოზიციურ და უცხო ქვეყნიდან ანგაჟირებულ მედიებში არაფერს ამბობენ!
• საქართველო და ქართული პროდუქცია მსოფლიო ეკონომიკის გოლიათის ყურადღების ცენტრშია!
ქართულ პავილიონთან ჩინელი ბიზნესპარტნიორების, იმპორტიორებისა და მოქალაქეების ხანგრძლივი რიგებია შექმნილი.
სწორად დაგეგმილი ეკონომიკური პოლიტიკა და ქართული კომპანიების საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირება მხოლოდ თეორიული კონცეფცია არ არის, ეს არის კონკრეტული, გაზომვადი შედეგები, რომელსაც ქართული ბიზნესი გლობალურ ბაზრებზე ყოველდღიურად აღწევს.
ამის ნათელი მაგალითია ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა (CIIE), სადაც, ეკონომიკის სამინისტროსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, 37 ქართული კომპანია მონაწილეობს.
ჩინეთი მსოფლიო ეკონომიკის უდიდეს ნაწილს ფლობს და მისი ყიდვისუნარიანობა დღითიდღე იზრდება. ამ მასშტაბურ ბაზარზე ქართულ ნაწარმზე - ღვინოზე, აგროპროდუქტებზე, სასმელებსა და სხვა ადგილობრივ წარმოებაზე ინტერესისა და მოთხოვნილების ზრდა ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი ეკონომიკური პოტენციალია.
საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთინტერესები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და მზარდი პარტნიორობა ქართულ ბიზნესს აძლევს რეალურ ინსტრუმენტს, მყარად დაიმკვიდროს ადგილი აღმოსავლეთის უმსხვილეს ეკონომიკაში.
საქართველოს მთავრობისა და ეკონომიკის გუნდის თანმიმდევრული მუშაობის წყალობით, ორ ქვეყანას შორის გაღრმავებული ურთიერთინტერესები რეალურ ეკონომიკურ სარგებლად და ჩვენი ქვეყნის წინსვლად გარდაიქმნება“, - წერს სოციალურ ქსელში ლადო სადღობელაშვილი.





