თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კეიტ დილონს შეხვდა
პოლიტიკა

ფოტო: facebook
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, განათლებისა და კულტურის ბიუროს ხელმძღვანელს კეიტ დილონს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარება და განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და პარასპორტის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აკადემიური კავშირების გაძლიერებას, ქართული კულტურის პოპულარიზაციას აშშ-ში, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა შედეგზე ორიენტირებული ინიციატივების, ვიზიტების გაცვლისა და ხალხთა შორის კავშირების გაღრმავების მხრივ თანამშრომლობის გასაძლიერებლად.





