ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: თავადვე ადასტურებენ იმას, რომ ფიზიკურად არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ, სარჩელს რომ დაუპირისპირონ
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი
ფოტო: Imedi/ვიდეოკადრი
თავადვე ადასტურებენ იმას, რომ ფიზიკურად არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ, სარჩელს რომ დაუპირისპირონ, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ოპოზიციის გამოსვლებზე საუბრისას.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მაგალითად ნიკა გვარამიას მიერ „მოსკოვის მექანიზმზე“ გაკეთებული განცხადებები მოიყვანა.
„საუბრობენ ისეთი „არგუმენტებით“, რაც მათივე საწინააღმდეგოა. ერთ-ერთი მაგალითი დღეს იყო, როდესაც გვარამიამ ე.წ. მოსკოვის მექანიზმი მოიშველია, როდესაც მთელმა საქართველომ ვიხილეთ, თუ რა ჩაიდინა ევრობიუროკრატიამ - გამოაგზავნეს თითქოსდა დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც საბოლოო ჯამში აღმოჩნდა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. ის უნდა ყოფილიყო მიუკერძოებელი და აღმოჩნდა მიკერძოებული. ეს იყო ადამიანი, რომელმაც ორ დღეში შეისწავლა საქართველოს უახლესი ისტორია და დაწერა დასკვნა. ეს იყო დადგმული სპექტაკლი. ამ ადამიანს დაახვედრეს ეს დასკვნა, რომელიც „ენჯეოებისა“ და აგენტურული ოპოზიციის მიერ იყო მომზადებული. ამ ადამიანმა მხოლოდ ხელი მოაწერა ამ ყველაფერს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.





