SWIFT-ის წარმომადგენელი ჯემ სოიდემირი: დარწმუნებული ვარ, „თბილისის ფინანსური სამიტი“ მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს
პოლიტიკა

ჯემ სოიდემირი
ფოტო: ეროვნული ბანკი
შეიძლება ითქვას, რომ „თბილისის ფინანსური სამიტი“ ძალიან დროული და კარგად ორგანიზებული ღონისძიებაა, რომელშიც სპიკერებიცა და აუდიტორიაც სრულად არის ჩართული, - ამის შესახებ ჯემ სოიდემირმა, SWIFT -ისგადახდების ბაზრის განვითარების ხელმძღვანელმა ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, თურქეთის, კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ინდოეთის სუბკონტინენტის რეგიონებში.
„დარწმუნებული ვარ, „თბილისის ფინანსური სამიტი“ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს მომდევნო წლებში, თუ გრძელდება“, - აღნიშნა SWIFT -ის წარმომადგენელმა.
მან ასევე ისაუბრა სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიებზე განხილულ თემებსა და საკითხებზე, მათ შორის ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით.
„დღესდღეობით არსებობს რამდენიმე გარდაუვალი გლობალური ტენდენცია, რომელიც საქართველოსა და ზოგადად რეგიონზე ვრცელდება. ამ მხრივ გამოვყოფდი სტაბილურ მონეტებსა და ციფრულ აქტივებს, რომლებიც აყალიბებენ ფინანსურ ტექნოლოგიებსა და საბანკო ინდუსტრიას. ჩვენ დავინახეთ, რომ როგორც ტრადიციულ, ისე ახალ ინფრასტრუქტურებს შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთქმედება და უახლოეს მომავალში ვიხილავთ, რომ ორივე მათგანი ერთობლივად იმუშავებს მომხმარებლების საკეთილდღეოდ, რათა უზრუნველყონ მყისიერი, შეუფერხებელი გადახდები როგორც შიდა, ისე ტრანსსასაზღვრო დონეზე“, - აღნიშნა ჯემ სოიდემირმა.
სამიტის ფარგლებში ჯემ სოიდემირმა, სებ-ის ვიცე პრეზიდენტთან ეკატერინე გალდავასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „რეგიონული დაკავშირებადობის ინფრასტრუქტურის განვითარება“ მიიღო მონაწილეობა.
დისკუსიის მთავარი თემა ქვეყნებს შორის გადახდების განვითარება, ფინანსური ინფრასტრუქტურის ურთიერთთავსებადობა და რეგიონული ფინანსური კავშირების გაძლიერება იყო.
პანელის მონაწილეებმა, რომლებსაც ქვეყნებს შორის გადახდების განვითარებისა და საგადახდო ინფრასტრუქტურების ურთიერთდაკავშირების მიმართულებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება აქვთ, სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკაზე დაყრდნობით გააზიარეს საკუთარი გამოცდილება და ხედვები სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტიანი გადახდების განვითარების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.
„თბილისის ფინანსურმა სამიტმა“ წელს 60-მდე ქვეყნის 1000-მდე მონაწილეს უმასპინძლა.





