29 ოქტომბერი 2026, 16:35
პრემიერ-მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა
გაზიარება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს კორტნი ოსტრიანს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა კორტნი ოსტრიანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები განიხილეს.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღსადგენად.
ირაკლი კობახიძემ ამ პროცესში ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი.
შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრო.




