26 ოქტომბერი 2026, 11:19
ირაკლი ჭეიშვილი ოპოზიციის აქციაზე: რა პოლიტიკასაც ატარებენ, იმის შედეგია რაც ვნახეთ - 500 ადამიანის მობილიზებაც ვერ შეძლეს
პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გაზიარება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მარცხი მათსავე პოლიტიკას უკავშირდება.
„500 ადამიანის მობილიზებაც ვერ შეძლეს და თავს იმართლებენ იმით, რომ თითქოს ხალხის მასა აუცილებელი არ იყო. მთელი ამ საორგანიზაციო პროცესის პერიოდში, ჩვენ აბსოლუტურად საპირისპიროს ვხედავდით, რომ უნდა ყოფილიყვნენ ბევრნი და უნდა დაენახვებინათ ხელისუფლებისთვის ძალა. ისინი რა პოლიტიკასაც ატარებენ, იმის შედეგია რაც გუშინ ვნახეთ“, - აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.
ოპოზიციის მიერ დაანონსებული მასშტაბური აქცია ამჯერადაც ვერ შედგა.





