ოპოზიციის მიერ დაანონსებული მასშტაბური აქცია ამჯერადაც ვერ შედგა
პოლიტიკა

ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
ოპოზიციის მასშტაბური აქცია ამჯერადაც ვერ შედგა. (ოპოზიციის) ალიანსმა დიდი საპროტესტო კამპანიის დაწყება 10 დღით ადრე დააანონსა, თუმცა მხარდამჭერების დიდი რაოდენობის შეკრება მაინც ვერ მოახერხა. ლიდერებმა თავი იმით იმართლეს, რომ მიზანი უზარმაზარი აქციის შეკრება არ ყოფილა.
აქციაზე კვლავ გამოჩნდა სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერებიც.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების პროტესტის აქცია თბილისის ცენტრში, სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაიწყო და მსვლელობით მეტროსადგურ რუსთაველთან დასრულდა. იყო სიტყვით გამოსვლებიც. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, აქცია ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეხმაურებოდა.





