თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის აქციაზე: რაც მალე გამოვლენ იმის ილუზიიდან, რომ მათ მოსახლეობის მხარდაჭერა აქვთ, მით უკეთესი იქნება მათთვის, როგორც ადამიანებისთვის. ილუზიებში ცხოვრება ძალიან რთულია და კარგი იქნება თუ ამ ილუზიებს თავს დაანებებენ
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი
საქართველოს პარლამენტი
რაც მალე გამოვლენ იმის ილუზიიდან, რომ მათ მოსახლეობის მხარდაჭერა აქვთ, მით უკეთესი იქნება მათთვის, როგორც ადამიანებისთვის. ილუზიებში ცხოვრება ძალიან რთულია და კარგი იქნება თუ ამ ილუზიებს თავს დაანებებენ, - ასე ეხმაურება თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის გუშინდელ აქციას.
თენგიზ შარმანაშვილი რადიკალებს ურჩევს, ილუზიებიდან გამოვიდნენ.
ოპოზიციის მასშტაბური აქცია ამჯერადაც ვერ შედგა. ოპოზიციის ალიანსმა დიდი საპროტესტო კამპანიის დაწყება 10 დღით ადრე დააანონსა, თუმცა მხარდამჭერების დიდი რაოდენობის შეკრება მაინც ვერ მოახერხა. ლიდერებმა თავი იმით იმართლეს, რომ მიზანი უზარმაზარი აქციის შეკრება არ ყოფილა.





