ირაკლი შატაკიშვილი: ოპოზიციის მიერ დასახელებული ასიათასობით ამომრჩეველი რომ არ არსებობს და გამოგონილია, ამ აქციების „ხალხმრავლობითაც“ დადასტურდა
პოლიტიკა

ირაკლი შატაკიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
იმდენად არიან რეალობას მოწყვეტილი, რომ დააანონსებენ მასშტაბურ აქციას და მიიღებენ 50-კაციან „ზღვა“ ხალხს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი შატაკიშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს.
„რეალობას აცდენას კი ხან სიბნელეს უკავშირებენ, ხან ორთქლით ჩაბურულ შუშებს და რეალურად ვერ ხედავენ გარეთ რა ხდება. მათივე დასახელებული ასიათასობით ამომრჩეველი რომ არ არსებობს და გამოგონილია, ამ აქციების ე.წ. ხალხმრავლობითაც დადასტურდა. ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ და სწორედ ამიტომ არიან ისინი ტრაგიკულ მდგომარეობაში“, - აღნიშნა შატაკიშვილმა.
ოპოზიციის მიერ დაანონსებული მასშტაბური აქცია ამჯერადაც ვერ შედგა.





