ლევან მაჭავარიანი დიტო ჩუბინიძის დაკავებაზე: ათას უბინძურეს ბრალდებას უყენებენ ხელისუფლებას. უშუალოდ ამ აქტორს პასუხები ექნება გასაცემი სასამართლოს წინაშე
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გამოძიებამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს, თუ ვის დაკვეთას ასრულებს ეს შავბნელი „ასავალ-დასავალი“, როდესაც თვეების განმავლობაში ეწევიან კამპანიას, თითქოს ხელისუფლებამ დავით გარეჯი გაყიდა, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის, დომენტი ჩუბინიძის დაკავების ფაქტს.
„ათას უბინძურეს ბრალდებას უყენებენ ხელისუფლებას. უშუალოდ ამ აქტორს პასუხები ექნება გასაცემი სასამართლოს წინაშე. მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა.





