ირაკლი ჭეიშვილი: ეუთოს განცხადება დამოუკიდებელ სასამართლოზე პირდაპირი ჩარევაა
პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის მოწოდება - ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სარჩელი უკან გაიწვიოს, მედეასთან შეაფასა.
„დამოუკიდებელ სასამართლოში პირდაპირ ჩარევა ხდება - ეუთოს განცხადებას ვგულისხმობ. მანამდე იყო ევროკომისრის სპიკერის განცხადება. სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ამ წუთას და ეუთო გამოდის და განცხადებას აკეთებს შეწყდეს, სასამართლო პროცესი და უკან იქნას სარჩლი გამოწვეული. ამას სთხოვს ჩვენი, ასე ვთქვათ, ოპოზიცია, რომ მსგავსი განცხადებები გაკეთდეს. ეს არის პირდაპირი ჩარევა დამოუკიდებელ, სამართლიან სასამართლოში, ანუ ზეწოლა მოსამართლეებზე. იმუქრებიან სანქციებით, რომ თურმე, მერე ჩვენ ვიღაცებს დავასანქცირებთ და ასე შემდე, რომ საქართველოს ევროპისკენ ამით გზა მოეჭრება“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
უხეში ჩარევა საქართველოს მართლმსაჯულებაში - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ხელისუფლებას საკონსტიტუციო სარჩელის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს





